Irish Mirror-ი - ირლანდიის ნაკრები და „ბაიერნი“ გამოირიცხა - სანიოლთან ქართულმა ფედერაციამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT
Irish Mirror-ი - ირლანდიის ნაკრები და „ბაიერნი“ გამოირიცხა - სანიოლთან ქართულმა ფედერაციამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT

ჯონ ოში უახლოეს პერიოდში ირლანდიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაიბარებს, ხოლო ფავორიტი ვილი სანიოლის კანდიდატურა გამოირიცხა – ინფორმაციას ირლანდიური გამოცემა Irish Mirror-ი ავრცელებს.

„ჯონ ოში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი რჩება ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, ვინც ირლანდიის ნაკრებს ჩაიბარებს მას შემდეგ, რაც დროებითი მთავარი მწვრთნელის როლში გუნდს ოთხი მატჩის განმავლობაში უხელმძღვანელა. ის გუნდში დარჩება და თანამდებობას მუდმივი ხელშეკრულების საფუძველზე დაიკავებს.

მანამდე ამ პოსზტზე დიდი ხნის განმავლობაში ფავორიტი ვილი სანიოლი იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და გუნდის მერვედფინალში გაყვანის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი, როგორც ჩანს, მომავალ კვირებში სხვა შეთავაზებას აირჩევს“, – წერს Irish Mirror-ი.

პარალელურად, გერმანიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ჯვაროსნების“ თავკაცით მისი ყოფილი კლუბი, მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა.

„ის არის მთავარი მწვრთნელი ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სენსაციიის, საქართველოს ნაკრების, რომელიც ევროს 16-ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდა. ამ გუნდმა პირველ სამ მატჩში შთაბეჭდილება მოახდინა. ფრანგმა მიუნხენის „ბაიერნის“ დროებითი მწვრთნელის პოსტზე ძალიან ხანმოკლე პერიოდის შემდეგ (ერთი მატჩი) საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.

გერმანულმა კლუბმა, რომელიც ამ ზაფხულს მწვრთნელს ეძებდა, ვენსან კომპანის დანიშვნამდე რამდენიმე ვარიანტი შეისწავლა. ჩვენი ცნობით, მიუხედავად სხვადასხვა ვერსიის არსებობისა, ვილი სანიოლის კანდიდატურა არასოდეს განიხილებოდა, როგორც ამას გერმანული მედია ამტკიცებს“, – ეს უკვე Frenchfootballweekly-ის ინფორმაციაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ცნობით, ვილი სანიოლთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ფრანგ მწვრთნელს „ჯვაროსნებთან“ ხელშეკრულება დეკემბერში უმთავრდება.