ირის ანტმანი - სასიხარულოა, რომ პლეი ოფამდე მოსვლა შევძელით, ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT
ირის ანტმანი - სასიხარულოა, რომ პლეი ოფამდე მოსვლა შევძელით, ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაზე ირლანდიასთან, რომელიც 29 ოქტომბერს დუბლინში გაიმართება.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ეტაპამდე მოსვლა შევძელით. ამ დონის ნაკრებთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა. პლეი ოფში გასასვლელად ბევრი ვიშრომეთ. მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება გამოვიყენოთ.

მატჩისთვის ფეხბურთელები მაქსიმალურად ემზადებიან. პირველი შეხვედრის პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ და შეცდომებს გამოვასწორებთ, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, გოგონები მაქსიმუმს გააკეთებენ“, – განაცხადა ირის ანტმანმა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი შეხვედრა თბილისში სტუმართა გამარჯვებით – 6:0 დასრულდა. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.