„ირიაოს“ გამოსვლა „ევროვიზია 2018“​-ის მეორე ნახევარფინალში [ვიდეო]

„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელმა „ირიაომ“ უკვე იმღერა. ჯგუფი სცენაზე მეათე ნომრად გამოვიდა.

ირიაომ“ შეასრულა სიმღერა – „შენი გულისთვის“.

პირველ ნახევარფინალში საქართველოს კონკურსანტისთვის ხმის მიცემა არ შეეძლო, ვინაიდან საქართველოს წარმომადგენელი არ მონაწილეობდა. დღეს კი ქვეყანას არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს, რადგან საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში მონაწილეობს.

ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა შეაჩერონ.

საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა ფინალურ კონცერტზეც შეეძლება.

რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის წესს, თუ იმყოფებით საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, მალტაში, უნგრეთში, ლატვიაში, შვედეთში, მონტენეგროში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, სერბეთში, სან მარინოში, დანიაში, რუსეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, უნდა გადართოთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც იმყოფებით.

ამის შემდეგ, საქართველოსთვის ხმის მისაცემად უნდა დარეკოთ ან გაგზავნოთ „ირიაოს“ გამოსვლის ნომერი – 10 ეკრანზე მითითებულ ნომერზე.

დატოვე კომენტარი