„ირიაომ” ლისაბონში „ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული სალვადორ სობრალის სიმღერა შეასრულა [ვიდეო]

„ევროვიზია 2018“-ის ქართველმა კონკურსანტებმა, ჯგუფ „ირიაოს” წევრებმა ლისაბონში ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, „ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული კონკურსანტის სალვადორ სობრალის სიმღერა “amor pelos dois” საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულეს.

ირიაოსნამღერმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ევროვიზია 2018“-ის ქართველმა კონკურსანტებმა ლისაბონის „ალტის არენაზე” დღეს მეორე რეპეტიცია გაიარეს.

რეპეტიციის შემდეგ, ქართველმა მუსიკოსებმა პრესკონფერენციაზე საერთაშორისო მედიის კითხვებს უპასუხეს.

კონკურსი ოფიციალურად ხვალ, 6 მაისს წითელი ხალიჩის ცერემონიით გაიხსნება.

10 მაისს კი „ირიაო“ მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს. წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. ჯგუფი „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.

დატოვე კომენტარი