ირანული მედიის ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ორი თანამშრომელი დაიღუპა

09:15, 17.06.2025

ისრაელის იერიშის შედეგად ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ორი თანამშრომელი დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, IRNA-ს ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ახალი ამბების რედაქტორი ნიმა რაჯაბპური და ადმინისტრაციის თანამშრომელი მასუმე აზიმი დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა, რომელიც თეირანში მდებარეობს.

მსგავსი