ირანული მედია – „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ მიხედვით, ამერიკული ძალები ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადას მოხსნიან, სანაცვლოდ თეირანი ჰორმუზის სრუტეში გემების ჩვეულ ტრანზიტს აღადგენს

16:50, 27.05.2026
FILE PHOTO: Luojiashan tanker sits anchored in Muscat, as Iran vows to close the Strait of Hormuz, amid the U.S.-Israeli conflict with Iran, in Muscat, Oman, March 7, 2026. REUTERS/Benoit Tessier/File Photo

FILE PHOTO: Luojiashan tanker sits anchored in Muscat, as Iran vows to close the Strait of Hormuz, amid the U.S.-Israeli conflict with Iran, in Muscat, Oman, March 7, 2026. REUTERS/Benoit Tessier/File Photo

ირანის სახელმწიფო ტელევიზია აშშ-თან „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ შეთანხმების დეტალებს ასაჯაროებს.

პროექტის თანახმად, აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის მიმდებარე ტერიტორიებიდან გავლენ და ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას მოხსნიან.

ირანული მედიის ინფორმაციით, სანაცვლოდ თეირანი აიღებს ვალდებულებას, ერთი თვის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში კომერციული სატრანზიტო გემების რაოდენობა ომამდელ დონემდე აღადგინოს.

ამასთან, როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობის მართვას და მარშრუტებს ირანი ომანთან თანამშრომლობით განახორციელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თუ საბოლოო შეთანხმება 60 დღის განმავლობაში მიიღწევა, ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციით დამტკიცდება.

ამასთან, თეირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონისგან „ხელშესახები დადასტურების“ გარეშე თეირანი მემორანდუმის არცერთ პუნქტს არ შეასრულებს.

მსგავსი