ირანული მედია – თეირანმა ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია დაიწყო

21:15, 23.06.2025

თეირანმა ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, ირანმა დოჰაში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

ამასთან, გავრცელებული ცნობებით, განგაშია გამოცხადებული ამერიკულ ბაზებზე ბაჰრეინსა და ქუვეითში.

 

მსგავსი