ირანული მედია ირანის მიერ შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს აქვეყნებს

14:28, 03.05.2026

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ სამშვიდობო შეთანხმების იმ პირობებს აქვეყნებს, რომლებიც ირანმა შეერთებულ შტატებს წარუდგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, პირობებს შორისაა: გარანტიები, რომ შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას არ განახორციელებს, ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა ირანის გარშემო არსებული რეგიონიდან, ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა და სრუტის მართვის „ახალი მექანიზმის“ შემოღება, ლიბანში ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის დასრულება, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება, ომის 30 დღეში დასრულება — აშშ-ის მიერ შეთავაზებული ორთვიანი ზავის ნაცვლად, ასევე, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადავადება ომის დასრულების შემდეგ.

„სქაი ნიუსი“ წერს, რომ სრული სია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მიერ წარდგენილ 14-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებას განიხილავს, თუმცა, მისივე თქმით, სკეპტიკურად არის განწყობილი.

მსგავსი