ირანთან ვაჭრობის გასაკონტროლებლად, ვაშინგტონი სპეციალურ სახმელეთო დანაყოფს ქმნის

14:26, 09.11.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ირანიდან იარაღისა და საქონლის უკანონო იმპორტისა და ექსპორტის აღკვეთის მიზნით, ვაშინგტონმა სახმელეთო დანაყოფის შექმნა დააანონსა, რომლის სახელწოდება „რკინის კარიბჭე“ იქნება. ეს სახმელეთო ოპერაცია, ფაქტობრივად, საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას წარმოადგენს.

„რკინის კარიბჭის“ შემადგენლობაში 20 სამოქალაქო პირი და სამხედრო მოსამსახურე შევა. საკვანძო სასაზღვრო პუნქტების უსაფრთხოების მონიტორინგის გარდა, ისინი კასპიის ზღვის გავლით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსაც გააკონტროლებენ.

ამასთან, ვაშინგტონმა 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას, მათ შორის – მის ადგილმდებარეობას, აღჭურვილობასა და პერსონალს ეხება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით კი, „ირანში მისია ჯერ არ დასრულებულა“. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებში თავსდატეხილმა „ლურჯმა ცუნამიმ“ (დემოკრატების უდიდესმა წარმატებამ – რედ.) დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ კამპანიას საფრთხე შეუქმნა.

კაცის განმარტებით, ვინაიდან ირანი კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს, თელ-ავივი სირიის, ლიბანისა და ღაზის უსაფრთხოების ზონებიდან საკუთარ ძალებს არ გაიყვანს.

სტატიის ავტორი: ხრისტო ცენოვი, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

ფოტო: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი, 2026, 16:27 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი