ირანში თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის გაყოფილებასთან თავი აიფეთქა, დაღუპულია სამი ადამიანი
ირანის საპორტო ქალაქ ჩაბაჰარში თვითმკვლელი ტერორისტის მოწყობილ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ირანული მედიის ინფორმაციით, აფეთქება პოლიციის განყოფილების სიახლოვეს მოხდა.
აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ჩაბაჰარის გუბერნატორის, რაჰმდელ ბამრის განცხადებით, ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში ჰქონდა განთავსებული. პოლიციის შენობასთან ისმოდა სროლის ხმაც.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.
ქალაქი ჩაბაჰარი პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.