ირანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის დროს 20 ჯარისკაცი დაიღუპა

21:06, 13.02.2019

ირანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის დროს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 20 ჯარისკაცი დაიღუპა. აფეთქების შედეგად 20 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

ირანული მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცები ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

ტერორისტული თავდასხმა ქალაქების ზაჰედანისა და ხაშის დამაკავშირებელ გზაზე პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი