ირანში შეიარაღებულმა პირებმა ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაიტაცეს
ირანში შეიარაღებულმა პირებმა ძალოვანი უწყებების 14 თანამშრომელი გაიტაცეს. სააგენტო YJC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. გავრცელებული ცნობით, გატაცებულთა შორის ხუთი მესაზღვრე და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი ჯარისკაცია.
YJC-ი წერს, რომ თავდასხმაში მონაწილე ჯგუფი ირანში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ინციდენტები სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციებში მოხდა, სადაც ირანელ მესაზღვრეებზე თავდასხმები ხშირია.