ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

„ბიბისის“ ცნობით, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების უმრავლესობას დასავლეთის მიმართ ხისტი პოზიცია აქვს.

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვებას მიაღწევს იბრაჰიმ რაისი. შიიტი სასულიერო პირი, რომელიც ირანის მართლმსაჯულების სისტემას ხელმძღვანელობს. მისი მთავარი მოწინააღმდეგეა აბდოლნასერ ჰამეთი, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი მეთაური.

დისიდენტებმა და რეფორმატორებმა მოსახლეობას მოუწოდეს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. მათი თქმით, კანდიდატების შერჩევის პროცესი არასამართლიანი იყო და ბევრი კანდიდატი უსამართლოდ მოხსნეს არჩევნებიდან. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ხამენეიმ მოუწოდა მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.