ირანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა
ირანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა

ირანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 0000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 93 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 1 631 169 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 60 073 ადამიანი.