ირანში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

13:10, 09.02.2021
Virus Outbreak Bolivia

Virus Outbreak Bolivia

ირანში რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ პირველმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის შვილმა გაიკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

როგორც ირანული მედია იუწყება, დღეიდან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და მათ შორის თეირანშიც დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია მოსახლეობისთვის უფასო იქნება. პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო პერსონალს გაუკეთებენ, შემდეგ კი 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

მსგავსი