ირანში კორონავირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
ირანში კორონავირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დადასტურდა.

თეირანში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას 750 ადამიანზე აქვს ეჭვი, რაც ამ ეტაპისთვის დადასტურებული არ არის.

ირანის ხელისუფლებამ ქალაქ ყუმში სკოლები და უნივერსიტეტები დახურა. ამ გზით ისინი ვირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობენ.