ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 966-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 123 ადამიანი
ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 966-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 123 ადამიანი

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 966-ით გაიზარდა. დაიღუპა 123 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გაავრცელა.

ირანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ირანში ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 610-ს მიაღწია. გარდაცვლილია 1 556 ადამიანი.

ირანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დაფიქსირდა.