ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა
ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ირანში „კოვიდ-19“-ს 121 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 64 000-ს აღემატება. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 997 ადამიანს დაუდასტურდა. კრიტიკულ მდგომაროებაში რჩება 3956 პაციენტი.

ამასთან, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში ვირუსისგან 29 812 ადამიანი გამოჯანმრთელდა.