ირანში კორონავირუსის 7 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 212 პაციენტი კი გარდაიცვალა
ირანში კორონავირუსის 7 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 212 პაციენტი კი გარდაიცვალა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 212 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ ერთ მილიონ 138 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 53 095-ს შეადგენს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად 5 645 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 856 513-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.