ირანში კორონავირუსის 6 421 შემთხვევა გამოვლინდა, 175 პაციენტი კი გარდაიცვალა 
ირანში კორონავირუსის 6 421 შემთხვევა გამოვლინდა, 175 პაციენტი კი გარდაიცვალა 

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 421 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 175 პაციენტი კი გარდაიცვალა. ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ​სიკვდილიანობის . ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ ერთ მილიონ 152 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 53 448-ს შეადგენს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად 5 591 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 875 943-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.