ირანში კორონავირუსის 6 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 177 პაციენტი
ირანში კორონავირუსის 6 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 177 პაციენტი

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 177 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ ერთ მილიონ 158 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 53 625-ს შეადგენს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად 5 563 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 885 054-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.