ირანში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 187 პაციენტი კი გარდაიცვალა
ირანში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 187 პაციენტი კი გარდაიცვალა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 187 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემებს ირანული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად 5 467 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 903 998-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ ერთ მილიონ 170 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 54 003-ს შეადგენს.