ირანში კორონავირუსის 13 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში კორონავირუსის 13 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 881 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 382 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში კოვიდ-19-ის დიაგნოზი 975 951 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 48 628-ს შეადგენს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად 5 840 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. 677 963-მა ადამიანმა კი ვირუსი დაძლია.