ირანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 81 ადამიანი დაიღუპა

16:55, 21.04.2020

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 81 ადამიანი დაიღუპა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში აღრიცხეს 1 297 ინფიცირებული.

საერთო ჯამში ირანში კორონავირუსი დაუდასტურდა 84 802 ადამიანს. გარდაიცვალა 5 297.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განიკურნა 60 965 ადამიანი. 3 357 საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

მსგავსი