ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 133 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 089 დაინფიცირდა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 133 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 089 დაინფიცირდა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 133 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა. მისი თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 2 089-ით გაიზარდა. შედეგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“  62 589 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯაჰანპურის თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 3 987 ადამიანი და მათი ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია.