ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 232 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ ერთ მილიონ 92 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 51 728-ს შეადგენს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად 5 760 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 787 853-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.