ირანში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. როგორც „ბიბისი“ წერს, აქციები ქვეყნის, სულ მცირე, 17 პროვინციაში იმართება.
ანტისამთავრობო აქციების ფარგლებში ქუჩაში ათასობით ადამიანია გასული. პროტესტში მონაწილეობენ ბაზრის მოვაჭრეები, სტუდენტები და სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებლები.
როგორც ცნობილია, აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანია დაღუპული, ხოლო 1 200-ზე მეტი დაკავებული.
ირანში არეულობა ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამო დაიწყო. 2022 წლის შემდეგ ეს ირანში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა.