ირანის ქალაქ აჰვაზში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ერაყის დიალას პროვინციაში მოკლეს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, სადაზვერვო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი ემირი, აბუ დოჰა, ასევე ოთხი ტერორისტი.
ირანის ქალაქ აჰვაზში ტერაქტი სამხედრო აღლუმზე, 22 სექტემბერს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა აღლუმის დროს ცეცხლი გახსნეს. ტერაქტს 25 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.