ირანში აცხადებენ, რომ სანქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილება ფსიქოლოგიური თამაშია
ირანში აცხადებენ, რომ სანქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილება ფსიქოლოგიური თამაშია

ირანში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილება ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური თამაშია.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ეს თამაში ორ ქვეყანას შორის პრობლემების გადაწყვეტას არ ისახავს მიზნად.

„ტრამპის განცხადებები უფრო ფსიქოლოგიური და მედიათამაშების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, ვიდრე როგორც დიალოგის ან პრობლემების გადაწყვეტის სერიოზულ გამოხატულებად“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაეილ ბაღაიმ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანს „არაფერს შესთავაზებს“.