ირანში აცხადებენ, რომ ისრაელ-აზერბაიჯანის ალიანსი ჩრდილიდან გამოდის და ძალის ღია დემონსტრირებაზე გადადის, რაც ირანზე ზეწოლის ახალ ხაზს ქმნის
ირანში აცხადებენ, რომ ისრაელ-აზერბაიჯანის ალიანსი ჩრდილიდან გამოდის და ძალის ღია დემონსტრირებაზე გადადის, რაც ირანზე ზეწოლის ახალ ხაზს ქმნის

ისრაელ-აზერბაიჯანის ალიანსი ჩრდილიდან გამოდის და ძალის ღია დემონსტრირებაზე გადადის, ფაქტობრივად იქმნება ირანზე ზეწოლის ახალი ხაზი, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით – ამის შესახებ აღნიშნულია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ტელეგრამის არხის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ეს მხოლოდ შეიარაღების გარიგება არ არის ქვეყნებს შორის, არამედ პოტენციური რეგიონული კონფლიქტისთვის მზადება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის შეიარაღების სააგენტოს MAPAT-ის ხელმძღვანელი, დოქტორი დენიელ გოლდი, ბაქოში იშვიათი ვიზიტით იმყოფებოდა, Sea Breaker/Ice Breaker რაკეტების პირველი საჯარო ჩვენების ფონზე, რომლის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრამდეა მაღალტექნოლოგიურ ელექტრონული ომის გარემოში.

„აზერბაიჯანში რაკეტების ჩვენება თეირანის პირდაპირ შემაკავებელ ფაქტორად განიხილება. ისრაელის დელეგაციის ვიზიტი ირანის ჩრდილოეთ საზღვრებზე დაძაბულ ვითარებას დაემთხვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.