ირანში აცხადებენ, რომ აშშ და ბრიტანეთი ხელს უწყობენ ქაოსსა და დაუცველობას დასავლეთ აზიის რეგიონში თავიანთი სამხედრო მოქმედებებით, რომლებიც მიზნად ისახავს ისრაელის მხარდაჭერას
ირანში აცხადებენ, რომ აშშ და ბრიტანეთი ხელს უწყობენ ქაოსსა და დაუცველობას დასავლეთ აზიის რეგიონში თავიანთი სამხედრო მოქმედებებით, რომლებიც მიზნად ისახავს ისრაელის მხარდაჭერას

აშშ და ბრიტანეთი ხელს უწყობენ ქაოსს და დაუცველობას დასავლეთ აზიის რეგიონში თავიანთი სამხედრო მოქმედებებით, რომლებიც მიზნად ისახავს ისრაელის რეჟიმის მხარდაჭერას ღაზის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ იემენში შიიტი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს თავდასხმები არღვევს იემენის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც საერთაშორისო სამართალს.

ნასერ ყანაანიმ „თვითნებური ზომების“ გაგრძელებას ავანტიურიზმის ნათელი მაგალითი უწოდა, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„აშშ და დიდი ბრიტანეთი მიზნად ისახავენ სასუნთქი სივრცის შექმნას კრიმინალური რეჟიმისთვის, რომელსაც ბრალად ედება პალესტინელების გენოციდი. ეჭვგარეშეა, საერთაშორისო თანამეგობრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს პასუხი აგებინოს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.