ირანში აცხადებენ, რომ „ალ ქუდსის“ ძალების მეთაურ ისმაილ ქაანთან კონტაქტზე ვერ გადიან
ირანში აცხადებენ, რომ „ალ ქუდსის“ ძალების მეთაურ ისმაილ ქაანთან კონტაქტზე ვერ გადიან. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ქაანი „ჰეზბოლას“ ლიდერის, ნასან ჰასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ლიბანში გაემგზავრა, თუმცა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი იერიშის შემდეგ მასთან კონტაქტზე ვერ გადიან.
როგორც ანონიმური წყარო ამბობს, ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთით განხორციელებული თავდასხმის დროს ქაანი იქ იმყოფებოდა.
წყარო ამბობს, რომ „ჰეზბოლა“ და ირანი სწორედ ამ თავდასხმის შემდეგ ვერ გადიან ქაანთან კონტაქტზე.
ქაანის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო პრესსპიკერი ნადავ შოშანი ამბობს, რომ ბეირუთის სამზრეთით მიტანილი იერიშის შედეგები ჯერ კიდევ ზუსტდება.
„როდესაც გვეცოდინება დამატებითი დეტალები თავდასხმის შესახებ, ჩვენ ამას გაგიზიარებთ. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუ ვინ იყო იქ და ვინ არა“, – თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.