ირანში 31 წლის ქალი გაუჩინარდა, რომელმაც თეირანში ჰიჯაბის ტარება გააპროტესტა

19:40, 23.01.2018

ირანში 31 წლის ქალი გაუჩინარდა, რომელმაც თეირანში ჰიჯაბის ტარება გააპროტესტა. ირანის დედაქალაქის ცენტრში ქალი საფოსტო ყუთზე დადგა, ჰიჯაბი მოიხსნა და ჯოხზე დაამაგრა. ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ დაკავებულია, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ქალი თავსაბურვის გარეშე ჩანს, რაც ირანში კანონდარღვევად ითვლება. ვიდეო და ფოტომასალა სავარაუდოდ, 27 დეკემბერსაა გადაღებული. მასობრივი აქციების დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

მსგავსი