ირანმა სამხედრო წვრთნების ფარგლებში 16 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ირანმა სამხედრო წვრთნების ფარგლებში 16 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ისრაელის მთავრობის წევრები შეცდომას თუ დაუშვებენ, ხელებს მოვამტვრევთ, – ამის შესახებ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ სალამიმ განაცხადა. ირანელი გენერლის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სამხედრო წვრთნები არის პასუხი ისრაელის მუქარაზე.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა სამხედრო წვრთნების ფარგლებში 16 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

„ჩვენს რეალურ ოპერაციასა და საველე სწავლებას შორის მანძილი არის მხოლოდ რაკეტების გაშვების კუთხის შეცვლა. ეს იყო ასობით რაკეტის მცირე ნაწილი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მტრულ სამიზნეზე ერთდროულად დარტყმა“, – თქვა ჰოსეინ სალამიმ.

სამხედრო წვრთნები ჰორმოზგანის, ბუშერის და ხუზესტანის სამხრეთ პროვინციების სანაპირო ზოლში ჩატარდა.