ირანმა და ჩინეთმა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს
ირანმა და ჩინეთმა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს

ირანის თავდაცვის მინისტრი მოჰამად რეზა აშტიანი ყაზახეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ჩინეთის თავდაცვის მინისტრს, დონ ჯუნს შეხვდა.

ირანული მედიის ინფორმაციით, მოჰამად რეზა აშტიანი მიესალმა ჩინეთის პოზიციას რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ირანის დიპლომატიურ შენობაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით. ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანი და ჩინეთი გააძლიერებენ თანამშრომლობას და დაახლოებას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად.

ირანული მედიის ცნობით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა სირიაში ისრაელის თავდასხმა ირანის დიპლომატიურ შენობებზე. დონ ჯუნმა აღნიშნა, რომ ეს არღვევს საერთაშორისო კანონს. მისივე განცხადებით, ჩინეთი მხარს უჭერს ირანის ლეგიტიმურ უფლებას, უპასუხოს ისრაელს. ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირანელი კოლეგა პეკინში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია და მოუწოდა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ თავდაცვისა და სამხედრო მიმართულებით.