ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. როგორც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დღეს მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი ვითარება არ არის და მათი არჩევანი მხოლოდ წინააღმდეგობაა.
ჰასან როუჰანის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებას არ ცდილობს, თუმცა თუ ირანი ერთ დღეს მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება, აუცილებლად მიმართავს ვაშინგტონს.
ირანის მხრიდან გარკვეული სახის საფრთხის შესახებ ვაშინგტონში რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს. მას შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ვაშინგტონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა, ცოტა ხანში კი დოკუმენტის საფუძველზე მოხსნილი სანქციები განაახლა.