ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი – ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა, ირანის მამაცო ხალხო, ფხიზლად და მზად იყავით, ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოსაა
ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, – ამის შესახებ ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემო თანამემამულეებო, ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიიდან წაიშალა. მისი სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. რეჟიმის ნარჩენების მიერ ხამენეის მემკვიდრის დანიშვნის ნებისმიერი მცდელობა თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ვისაც ისინი მის ადგილას დანიშნავენ, არც ლეგიტიმაცია ექნება და არც დღეგრძელობა და, უდავოდ, ამ რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილე იქნება“, – წერს ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი.
ამასთან, რეზა ფეჰლევმა სამხედროების, სამართალდამცავ ორგანოებისა და უსაფრთხოების ძალებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს მათი უკანასკნელი შესაძლებლობაა, ერს შეუერთდნენ და ირანის თავისუფალი, აყვავებული მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ.
„კრიმინალი ხამენეის სიკვდილი ვერ იქნება შურისძიება დაღვრილი სისხლისთვის, მაგრამ შეიძლება იქცეს მალამოდ მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილების და იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ირანის „ლომისა და მზის“ ეროვნულ რევოლუციას. ირანის პატივცემულო და მამაცო ხალხო, ეს, შეიძლება, ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაულის დასაწყისი იყოს, მაგრამ ეს გზის დასასრული არ არის. ფხიზლად და მზად იყავით. ქუჩებში ფართოდ და გადამწყვეტად გამოსვლის დრო ძალიან ახლოსაა“, – წერს რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში.
როგორც ყოფილი შაჰის ვაჟი აღნიშნავს, ერთიანობით საბოლოო გამარჯვებას მიაღწევენ და ირანის თავისუფლებას ერთად იზეიმებენ.
My fellow compatriots,
Ali Khamenei, the bloodthirsty despot of our time, the murderer of tens of thousands of Iran’s bravest sons and daughters, has been erased from the face of history. With his death, the Islamic Republic has in effect reached its end and will very soon be… https://t.co/pm3ZXY9IYZ
— Reza Pahlavi (@PahlaviReza) February 28, 2026