ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება - აშშ-სა და ისრაელის იერიშების შედეგად 18 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 204 მცირეწლოვანი დაიღუპა, დაზიანდა ათიათასობით სამოქალაქო ობიექტი
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება - აშშ-სა და ისრაელის იერიშების შედეგად 18 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 204 მცირეწლოვანი დაიღუპა, დაზიანდა ათიათასობით სამოქალაქო ობიექტი

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელის, პირჰოსეინ კოლივანდის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში 18 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ათიათასობით სამოქალაქო ობიექტი კი დაზიანდა.

პირჰოსეინ კოლივანდის ინფორმაციით, დაღუპულია 204 ბავშვი, მათ შორის 53 ხუთ წლამდე ასაკისაა. მისივე თქმით, დაღუპულებს შორის არიან ორსული ქალებიც, ხოლო დაშავებულთა შორის 3 200-ზე მეტი ქალია.

ამასთან, კოლივანდის თქმით, 3-დან 17 მარტის პერიოდში დაზიანდა 70 000-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, კომერციული ცენტრები, სკოლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

მისივე განცხადებით, იერიშების შედეგად ირანში დაზიანდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა – 251 სამედიცინო დაწესებულება, 498 სკოლა და წითელი ნახევარმთვარის 17 ობიექტი.