ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიმართა - ომს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე შეტყობინებით ვერ მოიგებთ
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.
მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.
„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ“, – წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.