ირანის სულიერი ლიდერის თქმით, აშშ-ის მხრიდან მათთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების შეთავაზება უცნაურია
ამერიკის მხრიდან ირანისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების შეთავაზება უცნაურია, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ განაცხადა.
„ამერიკელებმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენჯერმე შემოგვთავაზეს დახმარება. გარდა იმისა, არსებობს ეჭვი, რომ ეს ვირუსი სწორედ ამერიკაში შეიქმნა… მათი შემოთავაზება არის უცნაური, მაშინ როდესაც ისინი თავად განიცდიან დანაკლისს“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.
ალი ხამენეის თქმით, ირანს აქვს შესაძლებლობა, რომ თავი გაართვას ნებისმიერ კრიზისს, მათ შორის კორონავირუსსაც.