ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა
Missiles launched from Iran are seen from Jerusalem, June 13, 2025. REUTERS/Ronen Zvulun
ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ „ბიბისი” ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, იერიშის შედეგად ნობანიადის რაიონში მდებარე ირანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი შენობა დაზიანდა.
ამასთან, ცალკე თავდასხმის დროს დაზიანდა თავდაცვის სამინისტროს ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის შენობა.