ირანის სახელმწიფო მედია - აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი ალი შამხანი ცოცხალია
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი ალი შამხანი ცოცხალია.
როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, შამხანს მძიმე დაზიანებები აქვს და საავადმყოფოში მკურნალობს.
„მე ცოცხალი ვარ და მზად ვარ თავგანწირვისთვის“, – ნათქვამია შამხანის მიერ ირანული მედიისთვის მიწოდებულ განცხადებაში.
გასულ კვირას ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ, როგორც ირანის, ისე ისრაელის მედია წერდა, რომ შამხანი იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.