ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი აშშ-სა და ისრაელს „ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის“ შემდეგ „ჰიბრიდულ ომზე“ გადასვლაში ადანაშაულებს
ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი აშშ-სა და ისრაელს „ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის“ შემდეგ „ჰიბრიდულ ომზე“ გადასვლაში ადანაშაულებს.
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, Press TV-ს ინფორმაციით, ირანის სულიერმა ლიდერმა, აშშ-ისა და ისრაელის „შეთქმულებების გასანეიტრალებლად“ მოქალაქეებს ეროვნულ ერთიანობასა და სიფხიზლისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ისრაელსა და აშშ-ს არ შეუძლიათ, ძლიერი და დამოუკიდებელი ირანის არსებობას შეეგუონ, რომელსაც მრავალი უპირატესობა და შესაძლებლობა აქვს.