ირანის საგარეო უწყება - სიონისტური რეჟიმის თავდასხმები ღაზის დაუცველი მოსახლეობის წინააღმდეგ, კიდევ ერთი ნიშანია, რომ რეჟიმი აპირებს, გააგრძელოს გენოციდური ოპერაციები პალესტინელთა წინააღმდეგ
ირანის საგარეო უწყება - სიონისტური რეჟიმის თავდასხმები ღაზის დაუცველი მოსახლეობის წინააღმდეგ, კიდევ ერთი ნიშანია, რომ რეჟიმი აპირებს, გააგრძელოს გენოციდური ოპერაციები პალესტინელთა წინააღმდეგ

ირანი ისრაელს ღაზის სექტორში საზავო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაბულ ანკლავში განხორციელებული საჰაერო დაბომბვა დაგმო.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ესმაილ ბაღეის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის, ბავშვები.

„სიონისტური რეჟიმის თავდასხმები ღაზის დაუცველი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებიც რეჟიმის პრემიერ-მინისტრის პირდაპირი ბრძანებით ხორციელდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, კიდევ ერთი ნიშანია, რომ რეჟიმი აპირებს, გააგრძელოს გენოციდური ოპერაციები პალესტინელების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ესმაილ ბაღეიმ.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ცეცხლის შეწყვეტის გარანტორების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე, რომ ღაზაში ომი შეჩერდეს.