ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანი არ არის მზად აშშ-თან პირისპირ მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის
ირანი არ არის მზად აშშ-თან პირისპირ მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საედ ხათიბზადემ განაცხადა.
მისი თქმით, ორ მხარეს შორის კონტაქტი იყო, მაგრამ ირანს სურს ჩარჩოშეთანხმების საბოლოო შეთანხმება, ვიდრე პირისპირ მოლაპარაკებები შედგება.
მისი თქმით, „აშშ-მა უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს ჩვენი შეშფოთებები“, მათ შორის, ირანის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.