ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული დარტყმები თავდაცვის უფლების განხორციელება იყო, გაერო-ს ქარტიის შესაბამისად
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული დარტყმები თავდაცვის უფლების განხორციელება იყო, გაერო-ს ქარტიის შესაბამისად

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული დარტყმები თავდაცვა იყო. ამის შესახებ უწყების პრესსპიკერი ისმაილ ბაქაი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბაქაი აღნიშნავს, ამერიკულ ბაზებზე განხორციელბულ დარტყმას არაფერ აქვს საერთო კატართან, რადგან ირანსა და კატარს სიღრმისეული ურთიერთობები აკავშირებთ.

„ირანის დარტყმა ალ-უდეიდის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იყო ჩვენი თავდაცვის უფლების განხორციელება, გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, ირანის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის მიმართ 2025 წლის 22 ივნისს აშშ-ის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ. თავდაცვის ამ აქტს არაფერი აქვს საერთო ჩვენს მეგობარ მეზობელ კატართან, რამდენადაც ჩვენ შესანიშნავი და ღრმად ფესვგადგმული ურთიერთობები გვაკავშირებს. ირანი რჩება ერთგული კეთილმეზობლური პოლიტიკის კატარის სახელმწიფოსა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში“, – წერს ისმაილ ბაქაი.