ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უარყო დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა

19:17, 01.04.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.

მედიასთან საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა.

მსგავსი