ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ისრაელსა და აშშ-ს, თავი შეიკავონ ირანის შიდა საქმეებში ჩარევისგან
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ისრაელსა და აშშ-ს, თავი შეიკავონ ირანის შიდა საქმეებში ჩარევისგან

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ისრაელსა და აშშ-ს, თავი შეიკავონ ირანის შიდა საქმეებში ჩარევისგან. თეირანში ეს მოწოდება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-დან და ისრაელიდან ირანში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეების მხარდამჭერი განცხადებები გაისმა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ამერიკელი ოფიციალური პირების მსგავსი განცხადებები ძალადობისა და ტერორიზმის წაქეზებას წარმოადგენს.

„ისეთი ქმედებები ან განცხადებები, რომლებიც ირანის შიდა საქმეებთან დაკავშირებით გააკეთეს სიონისტური რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა ან ზოგიერთმა რადიკალმა ამერიკელმა თანამდებობის პირმა, საერთაშორისო ნორმების თანახმად, ძალადობის, ტერორიზმისა და მკვლელობის წაქეზებას წარმოადგენს“, – განაცხადეს ისრაელის საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა. უფლებადამცველების ცნობით, ირანელმა სამართლადამცავებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, არიან დაღუპულები და დაკავებულები.