ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვულოცავთ ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს, ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის საერთო დღის წესრიგია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ყველა სფეროში ორივე ქვეყნის საერთო დღის წესრიგია.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა გულითადად ულოცავს მეგობარ ქართველ ხალხსა და მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ყველა სფეროში ორივე ქვეყნის საერთო დღის წესრიგია“, – აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
The Islamic Republic of #Iran extends its warmest congratulations to the friendly people and government of #Georgia on its Independence Day (დამოუკიდებლობის დღე).
Strengthening bilateral relations in all fields is a common agenda for the two nations. pic.twitter.com/LrZSLEeRUS— Foreign Ministry, Islamic Republic of Iran (@IRIMFA_EN) May 26, 2026