ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ფლაიდუბაის“ ინციდენტთან ირანის დაკავშირების მცდელობას „ცრუ დროშის“ ოპერაციას უწოდებს

11:33, 05.10.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ფლაიდუბაის“ ინციდენტთან ირანის დაკავშირების მცდელობას „ცრუ დროშის“ ოპერაციას უწოდებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღეის განცხადებით, ასეთი ბრალდებები გაყალბებულ მტკიცებულებას ეფუძნება. საამიროების კუთვნილ საფრენ აპარატთან დაკავშირებულ ინციდენტზე ირანის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთისა და სხვა მხარეების მიერ გამოთქმულ ბრალდებებსა და მტრული ქმედებების შესახებ ირანის გაფრთხილებებზე საპასუხოდ, ბაღეიმ განაცხადა, რომ ირანი სრულ მზადყოფნაშია თავის დასაცავად.

„ეს მხოლოდ შეხსენებაა იმ გამოცდილებისა, რომლის მომსწრეც მსოფლიო თავად გახდა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ბაღეიმ განაცხადა, რომ უახლესი ბრალდებები უნდა განიხილებოდეს ისრაელის და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიერ „ცრუ დროშის“ ოპერაციების განხორციელების პრაქტიკის გათვალისწინებით.

მსგავსი